ლადო ვარძელაშვილი - ”სამინისტრო უმკაცრეს გადაწყვეტილებას მიიღებს”  |   ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 9 სექტემბერს გაიხსნება  |   საქართველომ ისრაელის ნაკრებთან 0:0 ითამაშა  |   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა  |   ლადო ვარძელაშვილმა რობერტ შავლაყაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა  |  

საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია

დაარსდა 1938 წელს – როგორც დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი, გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. აკადემიის სტატუსი მიენიჭა 1994 წელს. აქვს დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმები, სახელმწიფო და კერძო დაფინანსების სექტორები, 1 ფილიალი, 2 კოლეჯი, მაგისტრატურა და ასპირანტურა. სწავლება ორსაფეხურიანია (ბაკალავრი, მაგისტრი). აკადემიაში არის 6 ფაკულტეტი: მწვრთნელთა (ამზადებს მწვრთნელებს სპორტის ოლიმპიურ და ძირითად არაოლიმპიურ სახეობებში), პედაგოგიური (ამზადებს ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს), სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის (ამზადებს ამ დარგის სპეციალისტებს), დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის (ამზადებს დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს), იურიდიული (ამზადებს სპორტისა და ტურიზმის სამართლის სპეციალისტებს), დაუსწრებელი სწავლების (ამზადებს მწვრთნელებს, მასწავლებლებს, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მუშაობის სპეციალისტებს), 17 კათედრა, 7 მეთოდური კაბინეტი, 2 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, 22 სასწავლო ბაზა, სპორტული კლუბი, 9 სპორტული დარბაზი, 2 სტადიონი, ჩოგბურთის კორტები, კომპიუტერული კლასი. აკადემიის კურსდამთავრებულთა შორის არიან გივი კარტოზია, ნინო დუმბაძე, ელენე გოკიელი, დავით ციმაკურიძე, მედეა ჯუღელი, ვახტანგ ბალავაძე, გიორგი სხირტლაძე, მირიან ცალქალამანიძე, ნუგზარ ასათიანი, ვიქტორ სანეევი, ლევან თედიაშვილი, ნინო სალუქვაძე, შოთა ხაბარელი და სხვა სახელოვანი სპორტსმენები. აკადემიის დირექტორები (1973 წლიდან – რექტორები) იყვნენ: თედო სხირტლაძე (1938-40), შალვა დუმბაძე (1940-41), პეტრე ჩხეიძე (1941-42), ალექსანდრე ჯორჯაძე (1942-43), გრიგოლ ხოშტარია (1943-46), დიმიტრი იოსელიანი (1946-52), ალექსანდრე ფალავანდიშვილი (1952-64), ვლადიმერ სამსონაძე (1964-73), არჩილ მელია (1973-84), ომარ გოგიაშვილი (1984-2005), დურმიშხან ჩიტაშვილი (2005-06), ჯემალ გუგუშვილი (2006-დან).

ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04
11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი

ვიდეო გალერეა ფოტო გალერეა
სპორტული კალენდარი ინტერვიუ

საქართველოს სპორტული ობიექტების რუკა

პატრიოტები

ქართული სპორტის ფოტოისტორია

საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ico

 

ico
რა შედეგით დასრულდება საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 3 სექტემბერს პირეოსში
  • გაიმარჯვებს საქართველო – 59 ხმა
    69.4%
     
  • გაიმარჯვებს საბერძნეთი – 13 ხმა
    15.3%
     
  • დასრულდება ფრედ – 13 ხმა
    15.3%
     

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ქართული ფეხბურთის მთავარი ვებ-რესურსი      

ყველა უფლება დაცულია © 2010 სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი