ზვიად სიჭინავა:“ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ“  |   ლადო ვარძელაშვილი - ”სამინისტრო უმკაცრეს გადაწყვეტილებას მიიღებს”  |   ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 9 სექტემბერს გაიხსნება  |   საქართველომ ისრაელის ნაკრებთან 0:0 ითამაშა  |   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა  |  

დეპარტამენტის დებულება

საქრთველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს ერთიან სახელმწიფოებრივ პოლიტიკას სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტი ეწევა შემდეგ ძირითად საქმიანობას:

სპორტის სფეროში

  • შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, ქმნის სათანადო პირობებს სპორტული ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის.
  • თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრებო სპორტულ ორგანიზაციებთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, კლუბებთან. ხელს უწყობს და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.
  • ადგენს მასობრივ-გამაჯანსაღებელი და სპორტული  ღონისძიებების ერთიან კალენდარულ გეგმას.
  • შეიმუშავებს სათანადო პროექტებს სპორტის სახელმწიფო დაფინანსებისთვის.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სპორტული ქვედანაყოფების საქმიანობას და უზრუნველყოფს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას.
  • მონაწილეობს სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში, მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას.
  • ხელს უწყობს სპორტში მეცნიერული კვლევის განვითარებას, მოწინავე გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას. მონაწილეობს განათლების სფეროში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროგრამების შემუშავებაში, ზედამხედველობას უწევს სპორტული სკოლების სასწავლო-საწვრთნელ პროცესს.
  • კოორდინაციას უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდას, უზრუნველყოფს სამეცნიერო, მეთოდური, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემას.
  • მონაწილეობს სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში.
  • დადგენილი წესის მიხედვით სპორტსმენებს და სპორტის მუშაკებს ანიჭებს სპორტულ და საპატიო წოდებებს, აჯილდოებს სიგელებით, პრიზებით და ფულადი პრემიით, წარადგენს სახელმწიფო ჯილდოებზე.

ახალგაზრდობის სფეროში

  • კოორდინაციას იწევს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებას.
  • ამზადებს წინადადებებს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარების მიზნით.
  • აწესებს კონტროლს ბავშვთა შრომით საქმიანობაზე, უზრუნველყოფს ავადმყოფი ბავშვების დ ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშემწყობი პირობების შექმნას.
  • კოორდინაციას უწევს ახალგაზრდული და ბავშვთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ახალგაზრდებს შორის ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტოტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამზადებს შესაბამის წინადადებებს და პროგრამებს.
  • მონაწილეობს და ეხმარება საინიციატივო ჯგუფებს მასობრივი  ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების და თამაშობების ორგანიზებაში.
  • უზრუნველყოფს სახელმწიფო ახალგაზრდული პროგრამების შემუსავებას და რეალიზაციას.
  •  მონაწილეობს სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში.

მიმაგრებული დოკუმენტები :
გადმოწერეთ სრული ვერსია

ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04
11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი

ვიდეო გალერეა ფოტო გალერეა
სპორტული კალენდარი ინტერვიუ

საქართველოს სპორტული ობიექტების რუკა

პატრიოტები

ქართული სპორტის ფოტოისტორია

საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ico

 

ico
რა შედეგით დასრულდება საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 3 სექტემბერს პირეოსში
  • გაიმარჯვებს საქართველო – 59 ხმა
    69.4%
     
  • გაიმარჯვებს საბერძნეთი – 13 ხმა
    15.3%
     
  • დასრულდება ფრედ – 13 ხმა
    15.3%
     

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ქართული ფეხბურთის მთავარი ვებ-რესურსი      

ყველა უფლება დაცულია © 2010 სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი