ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა. შანხაიდან დაბრუნების შემდეგ, 6 სექტემბერს ქართველი მშვილდოსნებს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სამინისტროში შეხვდა წარმატება მიულოცა.
6 სექტემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ისანი-სამგორის რაიონის გამგებელ თემურ გრიგალაშვილთან ერთად 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ეწვია, და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების პირველ ვარჯიშს დაესწრო. აუზზე პატარების უფასოდ სიარული საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გადაწყდა.
6 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ისანი-სამგორის რაიონის სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად ეწვევა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ პატარებს აუზზე ცურვისა და დასვენების საშულება მიეცამთ.
28 აგვისტოს საღამოს 22:00 საათზე ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართული დიასპორის ახალგაზრდებთან და ბელორუსიიდან დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებთან გამოსათხოვარი საღამო გაიმართება, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - სულხან სიბაშვილი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადირაძე დაესწრებიან.
27 ივლისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს სპორტული ინვენტარი გადასცეს.
24 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი დუშეთს ესტუმრნენ და ოლიმპიურ ბაზაზე მყოფ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შეხვდნენ. ზაზა თურმანიძისა და ბეგი დარჩიას გუნდები 6-12 სექტემბერს, მოსკოვი ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
ერთ-ერთ ქართულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის - დილარ ხაბულიანის მხრიდან პოსტის დატოვების შესახებ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ნამგალაური გამოეხმაურა. ნამგალაურის განცხადებით, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატამდე რაიმე სახის ცვლილება ძიუდოს ფედერაციაში მოსალოდნელი არაა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში იმყოფება. მინისტრი რამდენიმე მოადგილესთან ერთად ანაკლიაში 17 ივლისს ჩავიდა, სადაც ქართველ პატრიოტებთან ერთად ბელარუსი და სომეხი ახალგაზრდებიც ისვენებენ. ვარძელა შვილი 17 ივლისს ბელარუსი ახალგაზრდების კონცერტს დაესწრო, 18 ივლისს კი მინისტრმა ანაკლიის ბანაკის სტუდენტებთან ერთად ბათუმი მოინახულა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი 17 ივლისს გეზს აჭარის რეგიონისაკენ აიღებს. ვარძელაშვილი შაბათ-კვირას ანაკლიის პატრიოტულ ბანაკს მოინახულებს და 2 დღეს ბანაკის ახალგაზრდებთან ერთად გაატარებს. მინისტრი პატრიოტულ ბანაკში სხვადასხვა ღონისძიებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ვარძელაშვილი პატრიოტებთან ერთდ განახლებულ ბათუმს დაათვალიერებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად მარნეულში მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. ახალი დარბაზი მრავალპროფილიანია და შესაძლებელია კალათბურთის, ჭიდაობისა და ფრენბურთის ტურნირებს უმასპინძლოს. სპორტულ კომპლექსს მინი-ფეხბურთის მოედანი, საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტიც აქვს.