ლადო ვარძელაშვილი - ”სამინისტრო უმკაცრეს გადაწყვეტილებას მიიღებს”  |   ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 9 სექტემბერს გაიხსნება  |   საქართველომ ისრაელის ნაკრებთან 0:0 ითამაშა  |   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა  |   ლადო ვარძელაშვილმა რობერტ შავლაყაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა  |  
23 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სააქტო დარბაზში პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი – ნინო სალუქვაძე 2-ოთახიანი ბინით დაჯილდოვდა.  სალუქვაძე,  ვინაც საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პეკინში პირველი მედალი მოუტანა, ბინით სამშენებლო კომპანია "არტესის" დამფუძნებელმა – ზაზა კაპანაძემ დაასაჩუქრა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე უმთავრეს ფავორიტად ყველა რუსეთის სახელით მოჭიდავე გიორგი კეტოევს (გიორგი ქეთიშვილს) მიიჩნევდა. ამ ყველაში ბევრი ქართველი გულშემატკივარიც შედიოდა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილის გამარჯვებაში კი ასი პროცენტით დარწმუნებული მხოლოდ ერთი კაცი იყო – თავად რევაზ მინდორაშვილი.
ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ პეკინიდან დაბრუნებისთანავე მშობლიურ ქუთაისს მიაშურა. იმერული სუფრის ტრადიციას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, ჩამოსვლის პირველ დღეებში რამდენი სადღეგრძელოს მოსმენა მოუწევდა ოლიმპიურ ჩემპიონს და კიდევ რამდენის მოუწევს. ტელეფონით რომ შევეხმიანეთ, კვლავ სტუმრებს ელოდა, თუმცა ინტერვიუზე მაინც სიამოვნებით დაგვთანხმდა.  
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქრო საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ მოუტანა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ჩინურ ხალიჩაზე ლამის ერთი ამოსუნთქვით ჩამოიცილა ყველა მოწინააღმდეგე და ოქროს კოლექციაც შეავსო. თუმცა ამაზე გაჩერებას რომ არ აპირებს, ინტერვიუდან თავადაც მიხვდებით.
ოლიმპიადიდან გამომგზავრებამდე, ქართველ ოლიმპიელებს პეკინში გახსნილ ქართულ სახლში უმასპინძლეს. ქართულ სახლში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სრულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. სპორტსმენებთან და დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ჩინეთში საქართველოს ელჩი და სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრნენ. 
ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის დასრულების შემდეგ, 22 აგვისტოს ქართველმა ოლიმპიელებმა პეკინის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობები - ჩინეთის დიდი კედელი და აკრძალული ქალაქი მოინახულეს. ამ ადგილების დასათვალიერებლად ქართველთა დელეგაცია თითქმის სრული შემადგენლობით გაემგზავრა ოლიმპიადაზე აკრედიტირებულ ქართველ ჟურნალისტებთან ერთად.
პეკინში გიორგი გოგშელიძე ოთხჯერ გამოვიდა ხალიჩაზე. სტარტზე მან ალექსეი კრუპნიაკოვს (ყირგიზეთი) მოუგო, შემდეგ - სეიდ იბრაჰიმს (ირანი), ნახევარფინალში კი ყაზახ თაიმურაზ თიგიევთან სკანდალურ  ბრძოლაში დამარცხდა. მესამე ადგილისთვის გოგშელიძე კუბელ მიშელ ბატისტას შეხვდა, 3 წუთში მეტოქე ბეჭებზე გააკრა და საქართველოს ბოლო პეკინური მედალი მოუტანა. (ფოტოგალერეა)
21 აგვისტოს ოლიმპიურ სარბიელზე  ორი ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავე გამოვიდა და ორივემ მედალი მოიპოვა. ბრწყინვალედ მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი  (84 კგ)  ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა , გიორგი გოგშელიძემ (96 კგ)  კი ბრინჯაოს დაუფლება შეძლო.
20 აგვისტოს საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი შემატა თავისუფალი სტილის მოჭიდავემ ოთარ თუშიშვილმა (66 კგ). მან პეკინში გამართული ოთხი ბრძოლიდან სამი მოიგო. ბრიჯაოს მედლისთვის გამართულ შერკინებაში ოთარმა კუბელ გენდრი გარზონს ორ სეტში აჯობა.
ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04
11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი

ვიდეო გალერეა ფოტო გალერეა
სპორტული კალენდარი ინტერვიუ

საქართველოს სპორტული ობიექტების რუკა

პატრიოტები

ქართული სპორტის ფოტოისტორია

საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ico

 

ico
რა შედეგით დასრულდება საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 3 სექტემბერს პირეოსში
  • გაიმარჯვებს საქართველო – 59 ხმა
    69.4%
     
  • გაიმარჯვებს საბერძნეთი – 13 ხმა
    15.3%
     
  • დასრულდება ფრედ – 13 ხმა
    15.3%
     

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ქართული ფეხბურთის მთავარი ვებ-რესურსი      

ყველა უფლება დაცულია © 2010 სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი