პირველად, რუსთავის ავტოდრომიდან ამაწლის 19 ნოემბერს, 12 საათზე “საზოგადოებრივი მაუწყებელი” საქართველოს საავტომობილო ფედერაციასთან ერთად გეგმავს წრიული ავტორბოლის ერთსაათიან პირდაპირ ტელე-ტრანსლაციას „BP-ის საავტომობილო ზეთების დიდ პრიზზე”.
4 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თაოსნობით მიუსაფარ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა. დეპარტამენტის ინიცატივით “სპორტის დიდების” მუზეუმს სტუმრად ბავშვთა სახლ “ბეღურებისა” და “მომავლის სახლის” 70 აღსაზრდელი ეწვია.