ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 9 სექტემბერს გაიხსნება  |   საქართველომ ისრაელის ნაკრებთან 0:0 ითამაშა  |   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა  |   ლადო ვარძელაშვილმა რობერტ შავლაყაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა  |   დიქსონი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს  |  

სპორტული ინვენტარის განახლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა

  2005 წლის ბოლოს მთელი საქართველოს მაშტაბით დაიწყო სპორტული შენობა-ნაგებობების აღდგენისა და ახალი ინვენტარით მათი აღჭურვის პროცესი. ამ სასიკეთო ძვრებს საფუძვლად დაედო სპორტული ინვენტარის განახლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ოთხ წელიწადზეა გათვლილი.

 პროგრამის უმთავრესი მიზანია საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ ტექნიკური ბაზის მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა და მშენებლობა, რეგიონებში სპორტული ცხოვრების გამოცოცხლება და განვითარება.

ვიდრე პროგრამა შეიქმნებოდა და საქმედ იქცეოდა, მას წინ დიდი სამუშაო უძღოდა, რომელიც ჩვენმა დეპარტამენტმა გასწია. დავათვალიერეთ და შევისწავლეთ ასამდე სპორტული ობიექტი. თავის დროზე მათი უმრავლესობა კარგად იყო აღჭურვილი, მაგრამ ადრინდელი ბაზებისა და დარბაზების ადგილზე სანახევროდ დანგრეული შენობები, საცურაო აუზების ნაცვლად კი, უბრალოდ ჩაბეტონებული და კაფელჩამოყრილი ორმოები დაგვხვდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო პერიფერიებში, სადაც სპორტული ობიექტების მხოლოდ 20 პორცენტი თუ ფუნქციონირებდა. თბილისში კი, სპორტული კომპლექსების უმეტესობას ფუნქცია ჰქონდა შეცვლილი _ შენობები, რომლებშიც ადრე აქტიური სპორტული ცხოვრება მიდიოდა, მავანს ბაზრობებად და საწყობებად გადაექცია.

ჩატარებული დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა ობიექტის აღსადგენად საჭირო იყო სულ მცირე 50 მილიონი ლარი. ამასთან, შეგროვდა დანგრეულ-გაპარტახებული ბაზების ამსახველი ფოტო-მასალა, რომელიც საქართველოს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ქვეყნის პრეზიდენტს გააცნო. სწორედ ამის სემდეგ დაიწერა ზემოაღნიშნული ოთხწლიანი პროგრამა. მართალია, 2005 წლის დასაწყისში მისი ამოქმედება გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ აპრილში ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა სპორტის დეპარტამენტისათვის დამატებით 2 მილიონი ლარის გამოყოფა.   ქართული სპორტის ხელმძღვანელებმა გაზრდილ ბიუჯეტთან ერთად პრეზიდენტისაგან კონკრეტული დავალებაც მიიღეს _ კომბინირებული ტიპის 200 სტადიონის აშენება. ამ დავალების მნიშვნელოვანი ნაწილი პროგრამის ამოქმედებიდან პირველივე თვეებში შესრულდა _ ჩვენი ქვეყნის 41 რაიონმა უკვე მიიღო თითო-თითო მინი სტადიონი. გარდა ამისა, აიგო და გარემონტდა შედარებით მსხვილი ობიექტი. გორში ახალი, სამტატამიანი დარბაზის ასაშენებლად 350 ათასი ლარი დაიხარჯა, დუშეთში დაიწყო უნიკალური ოლიმპიური მზადებს ცენტრის მშენებლობა, სერიოზული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ცაგერის, ოზურგეთის და სოფელ ხოდაშენის სპორტულ დარბაზებს, აგრეთვე, ცაგერისა და ხონის სტადიონებს. ათეულობით სპორტული მოედანი მოეწყო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივით, ამავე პროგრამის ფარგლებში შემოტანილია ძიუდოს არა ერთი ათეული ტატამი და 3 ათასიზე მეტი კიმონო. მათი განკარგვა მარტივი პრინციპით განხორციელდა _ გაარემონტე დარბაზი და მიიღებ ტატამს კიმონოებთან ერთად. მომავალში ამ პირობებით დარიგდება საჭიდაო ხალიჩებით.

 

მიმაგრებული გალერეა:

 
 
 
 
ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04
09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი

ვიდეო გალერეა ფოტო გალერეა
სპორტული კალენდარი ინტერვიუ

საქართველოს სპორტული ობიექტების რუკა

პატრიოტები

ქართული სპორტის ფოტოისტორია

საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ico

 

ico
რა შედეგით დასრულდება საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 3 სექტემბერს პირეოსში
  • გაიმარჯვებს საქართველო – 59 ხმა
    69.4%
     
  • გაიმარჯვებს საბერძნეთი – 13 ხმა
    15.3%
     
  • დასრულდება ფრედ – 13 ხმა
    15.3%
     

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ქართული ფეხბურთის მთავარი ვებ-რესურსი      

ყველა უფლება დაცულია © 2010 სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი