ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 9 სექტემბერს გაიხსნება  |   საქართველომ ისრაელის ნაკრებთან 0:0 ითამაშა  |   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა  |   ლადო ვარძელაშვილმა რობერტ შავლაყაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა  |   დიქსონი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს  |  
ico
ბოლოს განახლდა 2010-09-08
8 სექტემბერს 13:00 საათზე "ლოკომოტივის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელები, ტურნირის ორგანიზატორები და გამარჯვებული გუნდის - ბათუმის"ბათუმის" მთავარი მწვრთნელი - ლევან მგელაძე, ჟურნალისტებს შეხვდნენ და განვლილ ტურნირზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. რაგბის კავშირის წარმომადგენელთა თქმით, ტურნირი ტრადიციდული და კიდევ უფრო წარმომადგენლბითი გახდება.

ვრცლად

9-13 სექტემბერს, ტოკიო ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლეს. საქართველოს ნაკრები იაპონიაში 2 სექტემბერს გაემგზავრა და დასკვნით ერთკვირიან შეკრებას უშუალოდ შეჯიბრის მასპინძელ ქალაქში გადის. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ქვეყნებს 2-2 შემადგენლობის გამოყვანა შეუძლიათ და საქართველო ამ ქვოტას მაქსიმალურად გამოიყენებს.

ვრცლად

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ისრაელთან ბევრი იბრძოლა და თითქოს მოგებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 0:0. ლამის ბოლომდე გადავსებული ტრიბუნების მხარდაჭერით გამხნევებული ქეცბაის გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და რამდენჯერმე გოლის გატანაც შეეძლო. 

ვრცლად

7 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩი გამართა და  სამწუხაროდ სომხეთის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა. არადა, გამარჯვებასთან ახლოს იყო. მართალია ოთარ გაბელიას გუნდმა 0:2 წააგო, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მომენტები რომ გამოეყენებინა, ალბათ გაიმარჯვებდა კიდეც.     

ვრცლად

ქართული ჭიდაობის ფედერაცია გამოდის იციატივით და მიმართავს ყველა სახეობის მოჭიდავეს, რომელიც გამოთქვამს სურვილს ეზიაროს ქართული ჭიდაობის საიდუმლოებას, გაიარონ მომზადება კვალიფიკაციურ მწვრთნელებთან დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის ძიუდოს აკადემიაში.     

ვრცლად

7 სექტემბერი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სომხეთის ნაკრებს მასპინძლობს, ფრის შემთხვევაშიც კი B-ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს და ფლეი ოფში მოხვედრის შანსი უჩნდება, იქიდან კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯია. ოთარ გაბელიას გუნდი სომხეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე ეთამაშება.  

ვრცლად

საქართველოს ნაკრები ისრაელთან გასამართი მატჩის წინ მზადებას განაგრძობს. 6 სექტემბერს თემურ ქეცბაის გუნდმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა. წვრთნა ეროვნულზე 18:00 საათზე დაიწყო. ჟურნალისტებს კი ვარჯიშზე დასწრების საშუალება მიეცათ. ტრადიციული მოთელვა, კვადრატი... ბოლოს კი ორკარა, სადაც ნაკრების თავკაცმა შერეული შემადგენლობები ათამაშა. 

ვრცლად

ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა. შანხაიდან დაბრუნების შემდეგ, 6 სექტემბერს ქართველი მშვილდოსნებს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სამინისტროში შეხვდა წარმატება მიულოცა. 

ვრცლად

6 სექტემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ისანი-სამგორის რაიონის გამგებელ თემურ გრიგალაშვილთან ერთად 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ეწვია, და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების პირველ ვარჯიშს დაესწრო. აუზზე პატარების უფასოდ სიარული საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გადაწყდა.

ვრცლად

საერთაშორისო საკლუბო ტურნირი რაგბში - "შავი ზღვის თასი, რომელიც თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონზე 24 აგვისტოდან მიმდინარეობდა, ბათუმის "ბათუმის" გამარჯვებით დასრულდა. ბათუმელებმა 5 სექტემბერს გამართულ ფინალურ შერკინებაში თბილისის "ლელო" 21:18 დაამარცხეს. "ბათუმმა" გამარჯვება შეხვედრის ბოლო წუთებზე გატანილი ლელოთი და ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით მოიპოვა.

ვრცლად

ico
ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ნაკრების რვიდან ხუთმა წევრმა სხვადასხვა სინჯის მედლების მოპოვება შეძლო. ახალგაზრდა ქართველი ფალავნები ორ-ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ შინ. ნაკრებს სულ ორიოდ კვირაში (20-21 ივლისს) მეორე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელის მსოფლიოს ჩემპიონატის სახით.   

ვრცლად

მას შემდეგ, რაც 10 დღე ფიზმომზადებას მოანდომა, გუშინ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საკალათბურთო დარბაზში გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) დაიწყო მზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები D ჯგუფში ლუქსემბურგის, ესტონეთის, ავსტრიისა და მონტენეგროსა ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ფიბა-ევროპის ეგიდით ჩატარებულ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე მიიღებს მონაწილეობას.  

ვრცლად

22 წლის გორელი ფალავანი დავით კარბელაშვილი წარმატებულ ჭიდაობას განაგრძობს. ახლახანს ევროპის ჩემპიონატზე სამბოში კარბელაშვილმა თავისი მედლების კოლექციას ვერცხლის მედალი მიუმატა. კარბელაშვილმა დასანანი ფინალი დათმო. ქართველი მოჭიდავე მსაჯებმა დაჩაგრეს. დავით კარბელაშვილთან საუბარი სწორედ ამ შეჯიბრების შეფასებით დავიწყეთ.    

ვრცლად

ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04
09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი

ვიდეო გალერეა ფოტო გალერეა
სპორტული კალენდარი ინტერვიუ

საქართველოს სპორტული ობიექტების რუკა

პატრიოტები

ქართული სპორტის ფოტოისტორია

საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ico

 

ico
რა შედეგით დასრულდება საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 3 სექტემბერს პირეოსში
  • გაიმარჯვებს საქართველო – 59 ხმა
    69.4%
     
  • გაიმარჯვებს საბერძნეთი – 13 ხმა
    15.3%
     
  • დასრულდება ფრედ – 13 ხმა
    15.3%
     

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ქართული ფეხბურთის მთავარი ვებ-რესურსი      

ყველა უფლება დაცულია © 2010 სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი