ზვიად სიჭინავა:“ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ“  |   ლადო ვარძელაშვილი - ”სამინისტრო უმკაცრეს გადაწყვეტილებას მიიღებს”  |   ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 9 სექტემბერს გაიხსნება  |   საქართველომ ისრაელის ნაკრებთან 0:0 ითამაშა  |   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა  |  
ico
ბოლოს განახლდა 2010-09-10
10 სექტემბერს ლოკომოტივის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა უპასუხეს. სასაუბრო თემა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები, აგრეთვე სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური საკითხი იყო.

ვრცლად

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისათვის კვლავ წარუმატებელი გამოდგა. მედლის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი იყო, რომელიც ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში რუს - კირილ დენისოვთან დამარცხდა. დენისოვი ვაზარით დაწინაურდა, ლიპარტელიანს კი შეხვედრის მიწურულს იპონის შესრულების კარგი შანსი მიეცა, თუმცა მეტოქე გდებისას დაუსხლტა.

ვრცლად

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში 10 სექტემბერს მედლები 81 და 90 კგ. წონით კატეგორიებში თამაშდება. 90 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისათვის ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს. ლიპარტელიანის მეტოქე რუსეთის ნაკრების წარმომადგენელი - კირილ დენისოვი იქნება. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა იაპონელ დაიკი ნიშიამასთან გაფრთხილებებით წააგო.

ვრცლად

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ, რის შედეგედაც ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი - ირაკლი ცირეკიძე ტურნირიდან მოიხსნა, ოფიციალური კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლადო ვარძელაშვილმა გააკეთა. ლადო ვარძელაშვილი ტოკიოში 10 სექტემბერს ჩაფრინდება.მინისტრის თქმთ, მომხდარში დამნაშავეს პასუხი მოეთხოვება.

ვრცლად

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი სამწუხარო მოულოდნელობოთ დაიწყო. დაუდევრობის გამო, მერვედფინალში კუბელ ორეიდას დესპაინთან შეხვედრისას ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ირაკლი ცირეკიძემ ტატამზე გასვლა დააგვიანა და მსაჯებმა კუბელ ძიუდოისტს მეოთხედფინალი უბრძოლველად გაუფორმეს. არადა ამ ბრძოლამდე ცირეკიძემ 2 მეტოქე ჩამოიცილა და დესპაინთანაც ფავორიტად მიიჩნეოდა. 

ვრცლად

მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გამოსვლა დაასრულეს. მედლები შვიდივე წონით კატეგორიაში გათამაშდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა სამეულში შესვლა ვერ შეძლეს.ყველაზე ახლოს მიზანთან 60 კილოგრამში მოჭიდავე რევაზ ლაშხი იყო. იგი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. 

ვრცლად

8 სექტემბერს 13:00 საათზე "ლოკომოტივის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელები, ტურნირის ორგანიზატორები და გამარჯვებული გუნდის - ბათუმის"ბათუმის" მთავარი მწვრთნელი - ლევან მგელაძე, ჟურნალისტებს შეხვდნენ და განვლილ ტურნირზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. რაგბის კავშირის წარმომადგენელთა თქმით, ტურნირი ტრადიციდული და კიდევ უფრო წარმომადგენლბითი გახდება.

ვრცლად

9-13 სექტემბერს, ტოკიო ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლეს. საქართველოს ნაკრები იაპონიაში 2 სექტემბერს გაემგზავრა და დასკვნით ერთკვირიან შეკრებას უშუალოდ შეჯიბრის მასპინძელ ქალაქში გადის. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ქვეყნებს 2-2 შემადგენლობის გამოყვანა შეუძლიათ და საქართველო ამ ქვოტას მაქსიმალურად გამოიყენებს.

ვრცლად

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ისრაელთან ბევრი იბრძოლა და თითქოს მოგებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 0:0. ლამის ბოლომდე გადავსებული ტრიბუნების მხარდაჭერით გამხნევებული ქეცბაის გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და რამდენჯერმე გოლის გატანაც შეეძლო. 

ვრცლად

7 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩი გამართა და  სამწუხაროდ სომხეთის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა. არადა, გამარჯვებასთან ახლოს იყო. მართალია ოთარ გაბელიას გუნდმა 0:2 წააგო, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მომენტები რომ გამოეყენებინა, ალბათ გაიმარჯვებდა კიდეც.     

ვრცლად

ico
ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ნაკრების რვიდან ხუთმა წევრმა სხვადასხვა სინჯის მედლების მოპოვება შეძლო. ახალგაზრდა ქართველი ფალავნები ორ-ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ შინ. ნაკრებს სულ ორიოდ კვირაში (20-21 ივლისს) მეორე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელის მსოფლიოს ჩემპიონატის სახით.   

ვრცლად

მას შემდეგ, რაც 10 დღე ფიზმომზადებას მოანდომა, გუშინ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საკალათბურთო დარბაზში გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) დაიწყო მზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები D ჯგუფში ლუქსემბურგის, ესტონეთის, ავსტრიისა და მონტენეგროსა ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ფიბა-ევროპის ეგიდით ჩატარებულ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე მიიღებს მონაწილეობას.  

ვრცლად

22 წლის გორელი ფალავანი დავით კარბელაშვილი წარმატებულ ჭიდაობას განაგრძობს. ახლახანს ევროპის ჩემპიონატზე სამბოში კარბელაშვილმა თავისი მედლების კოლექციას ვერცხლის მედალი მიუმატა. კარბელაშვილმა დასანანი ფინალი დათმო. ქართველი მოჭიდავე მსაჯებმა დაჩაგრეს. დავით კარბელაშვილთან საუბარი სწორედ ამ შეჯიბრების შეფასებით დავიწყეთ.    

ვრცლად

ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04
11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი

ვიდეო გალერეა ფოტო გალერეა
სპორტული კალენდარი ინტერვიუ

საქართველოს სპორტული ობიექტების რუკა

პატრიოტები

ქართული სპორტის ფოტოისტორია

საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ico

 

ico
რა შედეგით დასრულდება საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 3 სექტემბერს პირეოსში
  • გაიმარჯვებს საქართველო – 59 ხმა
    69.4%
     
  • გაიმარჯვებს საბერძნეთი – 13 ხმა
    15.3%
     
  • დასრულდება ფრედ – 13 ხმა
    15.3%
     

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ქართული ფეხბურთის მთავარი ვებ-რესურსი      

ყველა უფლება დაცულია © 2010 სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი