შავი ზღვის თასისათვის ლელო და ბათუმი იბრძოლებენ  |   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა  |   ლადო ვარძელაშვილმა რობერტ შავლაყაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა  |   დიქსონი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს  |   ლადო ვარძელაშვილმა ძიუდოისტებს ტოკიოში წარმატება უსურვა  |  
ico
ბოლოს განახლდა 2010-09-02
ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ სერვისს სთავაზობს. 7 სექტმებერს დაგეგმილი, საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრები გუნდების 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ბილეთების შეძენა ყველა მსურველს მოძრავი სალაროს მეშვეობით შეეძლება.სფფ-ს მოძრავი სალარო თბილისის ყველა უბანს მოივლის.  

ვრცლად

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საკლუბო სარაგბო ტურნირ "შავი ზღვის თასზე" ფინალისტები გამოვლინდნენ. 6 გუნდიანი ტურნირის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად გაიარეს თბილისის "ლელომ" და ბათუმის "ბათუმმა" და ფინალურ შეხვედრაში, რომელიც "ლოკომოტივის" სტადიონზე 5 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს სწორედ "ლელო" და "ბათუმი" შეხვდებიან. ფინალი კვირას 18:00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

31 აგვისტოს საფეხბურთო ტრანსფერების სეზონი დაიხურა. მანამდე კი ქართული ფეხბურთისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის 9,5-წლიანი მილანური პერიოდი დასრულდა. ნაკრების კაპიტანი იტალიურ "ჯენოაში" გადავიდა, სადაც 2 წელი ითამაშებს. 

ვრცლად

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული კალათბურთი აშკარად პროგრესს განიცდის, ხალხსაც იმედი ჩაესახა, თუმცა მთავარი საბოლოო გამარჯვებაა. შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციაში 31 აგვისტოს შედგა.

ვრცლად

1 სექტემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლადო ვარძელაშვილმა მძლეოსნობის ფედერაციის ახალ ოფისში, მძლეოსნობაში რომის 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი - რობერტ შავლაყაძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.  სპორტის რაინდის წოდება რობერტ შავლაყაძეს ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებიდან 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გადაეცა.  

ვრცლად

31 აგვისტოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, „შევარდენის" სანაკრებო ბაზას ესტუმრა და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შოტლანდიელ რიჩი დიქსონს ოფიციალურად წარდგენის პრეზენტაციას დაესწრო.

ვრცლად

საქართველოს  ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საბერძნეთის ნაკრებთან 3 სექტემბერს პირეოსში გასამართი შეხვედრით დაიწყებს. თემურ ქეცბაის გუნდმა პირველი ოფიცილაური მატჩისთვის მზადება 30 აგვისტოს კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში, "ალეგრა სპორტაცენტრში" დაიწყო. საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი, 3 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

ვრცლად

30 აგვისტოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე  დავით ნამგალაურთან ერთად, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას ესტუმრა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო. მინისტრი ძიუდოისტებს გაესაუბრა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ წარმატებები უსურვა. ჩემპიონატს ტოკიო 9–13 სექტემბერს უმასპინძლებს.

ვრცლად

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს 94:83 მოუგო და C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მართალია, იგორ კოკოშკოვის  გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, მაგრამ ამის შანსი გაისადაც ექნება. ჩვენი ნაკრების ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა კი ბელგიელების მიერ პოლონეთის ნაკრების ძლევამაც განაპირობა. 

ვრცლად

29 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა და 94:83 მოუგო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა მცირე ჩავარდნების გარდა მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე გახლდათ 27 ქულითა და 11 მოხსნით.

ვრცლად

ico
ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ნაკრების რვიდან ხუთმა წევრმა სხვადასხვა სინჯის მედლების მოპოვება შეძლო. ახალგაზრდა ქართველი ფალავნები ორ-ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ შინ. ნაკრებს სულ ორიოდ კვირაში (20-21 ივლისს) მეორე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელის მსოფლიოს ჩემპიონატის სახით.   

ვრცლად

მას შემდეგ, რაც 10 დღე ფიზმომზადებას მოანდომა, გუშინ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საკალათბურთო დარბაზში გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) დაიწყო მზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები D ჯგუფში ლუქსემბურგის, ესტონეთის, ავსტრიისა და მონტენეგროსა ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ფიბა-ევროპის ეგიდით ჩატარებულ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე მიიღებს მონაწილეობას.  

ვრცლად

22 წლის გორელი ფალავანი დავით კარბელაშვილი წარმატებულ ჭიდაობას განაგრძობს. ახლახანს ევროპის ჩემპიონატზე სამბოში კარბელაშვილმა თავისი მედლების კოლექციას ვერცხლის მედალი მიუმატა. კარბელაშვილმა დასანანი ფინალი დათმო. ქართველი მოჭიდავე მსაჯებმა დაჩაგრეს. დავით კარბელაშვილთან საუბარი სწორედ ამ შეჯიბრების შეფასებით დავიწყეთ.    

ვრცლად

ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი

ვიდეო გალერეა ფოტო გალერეა
სპორტული კალენდარი ინტერვიუ

საქართველოს სპორტული ობიექტების რუკა

პატრიოტები

ქართული სპორტის ფოტოისტორია

საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ico

 

ico
რა შედეგით დასრულდება საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 3 სექტემბერს პირეოსში
  •  გაიმარჯვებს საქართველო
  •  გაიმარჯვებს საბერძნეთი
  •  დასრულდება ფრედ
ან შედეგის ნახვა

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ქართული ფეხბურთის მთავარი ვებ-რესურსი      

ყველა უფლება დაცულია © 2010 სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი